Tuesday, December 11, 2012


თურქეთის ზღვის კურორტები

სტამბული 

სტამბული თურქეთის მსხვილი ქალაქი, მნიშვნელოვანი საზღვაო პორტი, უმსხვილესი სამრეწველო-სავაჭრო და კულტურული ცენტრია. ამ ქალაქში თავმოყრილია ქვეყნის უმსხვილესი ბანკები, უცხოური სადაზღვევო სააგენტოები და საზოგადოებები. 

ქალაქის ევროპულ ზონას ყურე ორ ნაწილად - ემინენიუდ (ძველი ქალაქი), რომელიც ძველ ნახევარკუნძულზეა განლაგებული და შუა საუკუნეების იერ-სახე აქვს შემორჩენილი, და ბეიოგლუდ (ახალ ქალაქად) ყოფს. ამ უკანასკნელის ტერიტორიაზე მდებარეობს სავაჭრო-საპორტო რაიონი და საქმიანი და კულტურული ცენტრი. 


თურქეთის ზღვის კურორტები

ბოდრუმი 

საუცხოო ადგილია თურქეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვებს შორის. ნახევარკუნძულზე ბოდრუმი საუცხოოდ არის შერწყმული ოქროსფერი სანაპიროები, გაერთიანებული ყურეები გამჭვირვალე წყლით, ფიჭვნარი, ფორთოხლის ხეებიანი მინდვრები, ულამაზესი მთები და ფერდობები, რაც ასე ძალიან უყვართ ევროპელ ტურისტებსა და ადგილობრივი ბოჰემის წარმომადგენლებს. 

თბილი და სუფთა ზღვა, ასევე რბილი კლიმატი საუცხოო პირობებს ქმნის წყლის სპორტის ყველა სახეობით დაკავებისათვის. წყალქვეშ ცურვის მოყვარულებს საშუალება ეძლევათ ადგილობრივი რიფები, წყალქვეშ მდებარე გამოქვაბულები და ფერდობები გამოიკვლიონ. ნახევარკუნძულის სამხრეთ სანაპიროზე მდებარეობს ბარდაკჩის, ჰუმბეტას, ბიტეზას, ორტაკენტას, იალიზის, კარაინჩირას, ბაგლასა და აკიიარლარას პლაჟები. დასავლეთით თქვენს ყურადღებას მიიქცევს გუმუსლუკის (Gumusluk), იალიკავაკისა (Yalikavakა) და ტურგუტ რეისის (Turug Rvis) პლაჟები.

ბოდრუმი ულამაზესი პატარა ქალაქი და კურორტია, სადაც პატარა თეთრი სახლები დგას, რომელიც ადგილობრივ სტილშია გადაწყვეტილი. კურორტის ტერიტორიაზე უამრავი კაფე, ბარი, რესტორანია. სტუმრებს გულითადად ეპატიჟებიან თურქულ ყავასა და კოლორიტულ ადგილობრივ კერძებზე. 

ბოდრუმიდან ნახევარი საათის სავალზე მდებარეობს კაარადას (Karaada) წყარო, რომლის თბილი მინერალური წყალიც იდეალურია ბანაობისთვის. როგორც ამბობენ, ეს წყალი ფერს იცვლის. 
ბოდრუმი სხვადასხვა დროს ბერძნებს, რომაელებს, ბიზანტიელებს, თურქებს, იტალიელებსა და იოანიტ რაინდებს ეკუთვნოდა, ოსმანთა იმპერიის შემადგენლობაში XVI საუკუნეში შევიდა. 

ბოდრუმმა, თავისი ცოცხალი ატმოსფეროთი, თურქული ხელოვნების ცენტრის სტატუსი მოიპოვა, რადგან ის ადრეული პერიოდიდან ვე ითვლებოდა ევროპული და თურქული ელიტის საყვარელ დასასვენებელ ადგილად. კურორტის ტერიტორიაზე თქვენს ყურადღებას მიიქცევს არაოფიციალური ყოველდღიური ცხოვრების სტილი და აქტიური ღამის ცხოვრება. ბოდრუმში მიღებულია ადრიანი საღამოს ადგილობრივი სამზარეულოს კერძების დაგემოვნება. 


თურქეთის ზღვის კურორტები

ბელეკი 

ბელეკი ანტალიის დასავლეთით, 30 კმ-ში მდებარეობს. ის თურქეთის ყველაზე ახალი საკურორტო რეგიონია. დიდ ქვიშიან სანაპიროებზე კომფორტული სასტუმროები მდებარეობს, რომელიც თანამედროვე ტექნიკით არის აღჭურვილი. ბელეკის ტერიტორიაზე ძირითადად, 5 ვარსკვლავიანი სასტუმროები და კლუბებია. ზაფხულში რაიონს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან უამრავი ადამიანი სტუმრობს, ხოლო ზამთარში ბელეკში სპორტული ჯგუფები ჩადიან. 

კურორტზე საუკეთესო პირობებია შექმნილი ვარჯიშისათვის, როგორც დახურულ, ისე ღია სპორტულ დარბაზებში. მისი განმასხვავებელი მახასიათებელი ფიჭვნარი, ულამაზესი ქვიშიანი პლაჟები და კომფორტული სასტუმროებია. ბელეკი ეს არამხოლოდ საუცხოო საცურაო აუზები, სპორტული გასართობი, თანამედროვე საფარის მქონე ტენისის კორტები, არამედ რბული სუპტროპიკული კლიმატი, თბილი ზღვაა. 

მის სიახლოვეს განლაგებულია ნაციონალური პარკი �კეპრიულიუ კანიონი�. ის კიპარისისა და ევკალიპტის ულამაზეს ტყეს წარმოადგენს. გარდა ამისა, პარკის ტერიტორიაზე 574 სახეობის ენდემური მცენარე და 109 სახეობის ფრინველია. �კეპრიულიუ კანიონში� გიგანტური კუები მრავლდებიან. ნაკრძალში შესაძლებელია დაკავდეთ ალპინიზმითა და რაფტინგით. 

ეს საკურორტო რაიონი საუკეთესოა ექსკურსიების მოსაწყობად. მის სიახლოვეს ანტიკური ქალაქის პერგეს ნანგრევები მდებარეობს, რომელიც ეფესის შემდეგ უმნიშვნელოვანეს ისტორიულ ძეგლად ითვლება. 

ბელეკზე საუბრის დროს შეუძლებელია არ ვახსენოთ ცნობილი გოლფ-ცენტრი. ანტალიის აეროპორტიდან ბელეკამდე 30 კმ-ია. 


თურქეთის ზღვის კურორტები

სიდე

თურქეთის წყნარი, უძველესი ქალაქია, რომელიც ნახევარკუნძულზე, ანტალიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში 68 კმ-ში მდებარეობს. სიდე ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს ერთ-ერთ საინტერესო ქალაქად ითვლება. დღეს სიდე სამხრეთ თურქეთის შედარებით ხმაურიანი ქალაქი და საზღვაო ვაჭრობის ცენტრია. 

სიტყვა �სიდე� ბროწეულს ნიშნავს და ნაყოფიერების სიმბოლოს წარმოადგენს. 

თანამედროვე სიდე 

ეს არის ქალაქი პატარა და მოდური ნაგებობებით, რომელიც კარგად არის შერწყმული საუცხოო ბუნებასთან. სიდეში ყველაფერი ანტიკური ქალაქის სტილშია გადაწყვეტილი, მასში წარსულისა და დღევანდელობის სული თანაცხოვრობს. ამ ქალაქში არის ულამაზესი პლაჟები და სუფთა ზღვა. 

სიდეში მდებარე სასტუმროების უმრავლესობას საკუთარი პლაჟი აქვს. ამ კურორტზე ხშირად ჩადიან ბავშვებთან ერთად. სიდედან ტურისტები ხშირად ჩადიან ბელეკასა და ანტალიაში ასპენდოსის ამფითეატრში, ასევე მიდიან პერგეს ნანგრევებისა და კურშუნლუს ჩანჩქერის მოსანახულებლად. 


თურქეთის ზღვის კურორტები

ანტალია 

ანტალია ტურისტებში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კურორტია თურქეთის ტერიტორიაზე. ანტალიის ისტორია დასაბამს ჩვენს ერამდე მე-2 საუკუნეში იღებს, როცა ბერგამის მეფემ, ათალოს II-მ თავის ქვეშევრდომებს დედამიწაზე სამოთხის მოძებნა უბრძანა, რათა ახალი, ლამაზი და მდიდარი ქალაქი დაეარსებინა. ისინი დიდი ხნის განმავლობაში ეძებდნენ ამ ადგილს და წუხდნენ იმის გამო, რომ სამოთხე ვერ იპოვეს. თუმცა ერთხელ, მთის მწვერვალიდან, მათ წინაშე საუცხოო ხედი გადაიშალა. სწორედ ამ ადგილზე აშენდა ახალი ქალაქი, რომელსაც მეფის პატივსაცემად ატალეა ეწოდა. ქალაქის სახელწოდებამ ტრანსფორმაცია განიცადა და საბოლოოდ მას ანტალია დაერქვა. 

დასვენება ანტალიაში 

ანტალია თურქეთის ყველაზე ახალგაზრდა კურორტია, რომლის ცენტრიდანაც საერთაშორისო აეროპორტამდე სულ რაღაც 12 კმ-ია. ამ კურორტზე დასასვენებლად ბევრი საშუალებაა შექმნილი, მათ შორის რამდენიმე აკვაპარკი. ერთ სანაპიროზე ანტალიასთან ერთად ბევრი უძველესი ქალაქია აშენებული. სწორედ ძველისა და ახლის შერწყმის გამო, ანტალიის ქუჩები და მიდამოები საოცრად მიმზიდველია მოგზაურთათვის. 
ქალაქი-კურორტი ანტალია ზღვისკენ დაშვებულ პლატოზე, ზღვის დონიდან 40 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. 


ტოროსის მთები, რომელის ფერდობებიც ფიჭვის ხეებით არის დაფარული, ზღვის სარკისებრი წყლისკენ ეშვება. განსაკუთრებით ლამაზია დიუდენის ჩანჩქერი, რომლის ნახვაც ანტალიის (და არამარტო ანტალიის, არამედ კამერის, ბელდიბის, ბელეკისა და სხვა ქალაქების) საგზურში უფასო ექსკურსიის სახით შედის. 
თანამედროვე სასტუმროების ქსელი, ბევრი კარგი რესტორანი, მყუდრო ყავახანები, გადაწყვეტილი ადგილობრივ სტილში, გასართობი ცენტრები, დისკოტეკები, ბევრი მაღაზია მრავალფეროვანი პროდუქციით, საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც სტუმრებს გულთბილად ხვდება-ყველაფერმა ამან ქალაქი-კურორტი და თურქული რივიერის ცნობილი დედაქალაქი ანტალია, ტურისტების დასასვენებლად საუკეთესო ადგილად აქცია. 
ყოველწლიურად ანტალია უამრავ ტურისტს მასპინძლობს, რომელთა დიდი ნაწილიც კურორტზე ხშირად ჩადის. ისინი ანტალიას არამხოლოდ დასვენების, არამედ მდიდარი ისტორული მემკვიდრეობისა და უძველესი ხელოვნებისა და არქიტექტურის გაცნობის მიზნით სტუმრობენ. 


თურქეთის ზღვის კურორტები

მარმარისი 

სულ ცოტა ხნის წინ მარმარისი, ისევე, როგორც თურქეთის სანაპირო ქალაქების უმრავლესობა, ნაკლებადცნობილ სათევზაო სოფელს წარმოადგენდა, სადაც იშვიათად ჩადიოდა სამგზავრო გემი. რამდენიმე წლის განმავლობაში, მარმარისი საუცხოო კურორტად იქცა და დღეს იქ დასვენება ცხოვრებით ტკბობის საუკეთესო საშუალებაა. 


მარმარისი თურქეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. მას განსაკუთრებულ ხიბლს ზღვისკენ დახრილი ფერდობები და საოცარი ყურეები სძენს. მარმარისი საუკეთესო ადგილია საზღვაო მოგზაურობით გატაცებულთათვის ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ზოლის გასაცნობად. მარმარისიდან ძალიან ახლოს მდებარეობს ბერძნული როდოსის კუნძული, ამიტომაც, თუ მარმარისში ჩახვალთ საშუალება გეძლევათ ერთდროულად ორ ქვეყანაში იმოგზაუროთ. 

გასეირნება რიო-დეჟანეიროში, ბრაზილია

გასეირნება რიო-დეჟანეიროში, ბრაზილია

გთავაზობთ ქუჩა-ქუჩა ხეტიალს ბრაზილიის უმშვენიერეს ქალაქ რიო-დეჟანეიროში.
გაეცნობით აქ არსებულ ღირშესანიშნაოებსა და ერთად მოვივლით სხვადასხვა ქუჩებს.

ბრაზილიაში მოხვედრა ნამდვილად ღირს ამ უმშვენიერესი ქალაქის მონახულების მიზნით.
მიუხედავად იმისა, რომ მას დედაქალაქის სტატუსი კარგა ხანია ჩამოერთვა, ის მაინც ინარჩუნებს
ბრაზილიის და მთლიანად მსოფლიოს მჩქაფარე, საინტერესო, მხიარული ქალაქის ტიტულს.
მართალია, აქაური მოსახლეობა სიმდიდრით არ გამოირჩევა, პირიქით საკმაოდ ვიწრო და
ჩვეულებრივი სახლები აქვთ, მაგრამ მათში სიცოცხლე ჩქეფს, თვალები სავსე აქვთ სიხარულის
ნაპერწკლებით და რაც მთავარია, არ კარგავენ ბედნიერების გრძნობას.

გასეირნება რიო-დეჟანეიროში, ბრაზილია

۞ ყველაფერი აქიდან დავიწყოთ: ჩავჯექით თვითმფრინავში და ოვალური ფანჯრებიდან რიოს თავზე
ასეთ ხედს გადავაწყდებით.

გასეირნება რიო-დეჟანეიროში, ბრაზილია
ესეც აეროპორტი:
გასეირნება რიო-დეჟანეიროში, ბრაზილია

۞ ეს ხიდი კოსტაისლივას პრეზიდენტის სახელობისაა. ის რიო-დეჟანეიროსა და ნიტეროიას აკავშირებს
ერთმანეთთან. მის ოფიციალურ მშენებლობის გახსნაზე იმყოფებოდა ელიზაბეტ მეორე. ხიდი ყველაზე
გრძელი და მაღალია მთელს ბრაზილიაში. დღეში მასზე 140 ათასზე მეტი ტრანსპორტი გადის.

გასეირნება რიო-დეჟანეიროში, ბრაზილია

۞ ეს კი ღარიბთა რაიონია. ჩვეულებრივ აქ სეირნობა არ არის რეკომენდებული, რადგან ქუჩებში
უამრავი ყაჩაღი დაძრწის და სავსებით შესაძლებელია სულ მოკლე დროში გაგიქრეთ სამკაული ან
ძვირფასი ნივთი. თუმცა აქ არსებობენ ადამიანები, რომლებიც გაგიწევენ გიდობას ამ უბნის ქუჩებში
გარკვეული თანხის საფასურად.

გასეირნება რიო-დეჟანეიროში, ბრაზილია

۞ სწორედ აქ იზრდებიან მომავალი ვარსკვლავები ფეხბურთში.

გასეირნება რიო-დეჟანეიროში, ბრაზილია



გვიპტე - ქვეყანა, რომელიც ცნობილია მდიდრული და საოცრად ლამაზი ქვიშის პლაჟებით, წითელი ზღვის წარმოუდგენლად ლამაზი წყალქვეშა სამყაროთი, გიზის დიდებული პირამიდით, ნილოსის წმინდა მდინარით, ლუქსორის აკლდამით და უძველესი ცივილიზაციის სხვა მრავალი ძეგლებით.
ეგვიპტის სახელმწიფო ჩრდილოეთ აფრიკის ტერიტორიაზეა განლაგებული. ქვეყანას ჩრდილოეთით ხმელთაშუა ზღვა აკრავს, ხოლო სამხრეთით სუდანს ესაზღვრება. ეგვიპტის დასავლელი მოსაზღვრე ლიბიაა, ხოლო აღმოსავლეთით წითელი ზღვის სანაპირო. ქვეყანას მდინარე ნილოსი ორ არათანაბარ ნაწილად ყოფს.
ნილოსის ნაყოფიერ ხეობაში, რომელიც ყველაზე კარგ საცხოვრებელ ადგილად ითვლება, მოსახლეობის 90 პროცენტია დასახლებული. ქვეყნის ძირითადი პეიზაჟი ერთი შეხედვით ერთფეროვანი უდაბნოა, სადაც არანაირი მცენარე არ იზრდება, გარდა რამოდენიმე შემონახული ოაზისისა. ხალხი ძირითადად ხმელთაშუაზღვის სანაპირო ზოლზე და აფრიკის მხრიდან, წითელი ზღვის სანაპიროზე სახლდება.
სამხრეთის სანაპიროზე, სუეცის არხიდან მოყოლებული თვალწარმტაცი სანახაობა იშლება. სანაპირო ზოლზე გაყოლებული მარჯნის რიფები კი თითქმის ყველა მყვინთავისა და ტურისტისათვის საინტერესო ადგილია. ასვანის მაღალი ჯებირები, ნილოსის ხეობაში მცხოვრებთ სეზონური ნიაღვრებისაგან იცავს. ეს დაბა მოსახლეობას ელექტრო ენერგიითაც ამარაგებს.
  • დედაქალაქი: ქაირო (30°2′N 31°13′E)
  • ოფიც. ენები: არაბული
  • მთავრობა: საპრეზიდენტო რესპუბლიკა
  • პრეზიდენტი: ჰოსნი მუბარაქი
  • პრ.-მინისტრი: აჰმედ ნაზიფი
  • საერთო ფართობი: 980,869 კმ² (30-ე)
  • მოსახლეობა (2007წ): 80,335,036
  • ვალუტა: ეგვიპტური ფუნტი (EGP)
  • დროის სარტყელი: EET (UTC +2სთ.) (საქართველოს დრო – 1 საათი)
  • სატელეფონო კოდი: +20
კლიმატი
ხმელთაშუაზღვის სანაპირო ზოლზე სუბტროპიკული კლიმატია, ხოლო ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე უდაბნოს ტროპიკული ჰავაა. აქ წვიმა ძალიან იშვიათად მოდის, ღრუბლიანი დღეები გამონაკლისად ითვლება, ჰაერი ცხელი და გამომშრალია.
ეგვიპტისთვის დამახასიათებელია საგრძნობლად მკვეთრი ცვალებადი ტემპერატურა. მაგალითად, ქაიროში იანვარ-თებერვალში შუადღის ტემპერატურამ შესაძლოა 29 გრადუსამდეც კი მიაღწიოს, მაგრამ ღამით 0 გრადუსამდე და კიდევ უფრო დაბლა დავარდეს. იანვარში საშუალო ტემპერატურა ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ 14 გრადუსიდან 17 გრადუსამდე მერყეობს, ხოლო ივლისში 26-იდან 33 ცელსიუს გრადუსამდე.
შემოდგომისას საკმაოდ არასასიამოვნო და შემაწუხებელი ბუნებრივი მოვლენა უტევს ეგვიპტეს. ამ პერიოდში უდაბნოდან სამხრეთ-აღმოსავლური ქარი – ხამსინი უმოწყალოდ უბერავს. ხამსინი არაბულად „ორმოცდაათს“ ნიშნავს. წელიწადში ზუსტად ამდენი დღე უბერავს ეგვიპტეში ეს შეუბრალებელი და ძალიან ცხელი ქარი. ხამსინის დროს ჰაერი 40 გრადუსამდე ცხელდება და ჰაერის ტენიანობა 10 პროცენტამდე კლებულობს. ხამსინის მოტანილი მტვერი ყველგან ატანს. მოსახლეობას მტვერი სახლის ყველა კუთხეში ხვდება. მიუხედავად კარგად დახურული კარებებისა, მტვერი ატანს ოთახებში, ავეჯში, ტანისამოსში, ტრასპორტში და ადამიანის სხეულშიც კი. მტვრით სავსე ქალაქს კი „ტალახიანი“ წვიმა ასუფთავებს და თან წაიყოლებს ხამსიმის მოტანილ ქვიშის მტვერს.
ფულის ერთეული 
ეგვიპტის ნაციონალური ფულის ერთეულია - ეგვიპტური ფუნტი. ვალუტის გადაცვლა შესაძლებელია ადგილობრივ მონეტებზე - პიასტრებზე. ერთი ეგვიპტური ფუნტი 100 პიასტრს უდრის. რაც შეეხება ქაღალდის პიასტრებს მისი მხოლოდ 25 და 50 -იანი ნომინალები არსებობს. ხოლო მონეტები 5, 10 და 25-იანებია. ქაღალდის ფუნტების ნომინალები კი 1, 5, 10, 20, 50 და 100 იზრდება.
(1 ამერიკული დოლარი ~5,5 ეგვიპტურ ფუნტს უდრის)
საკრედიტო ბარათებს თითქმის ყველა დიდ სასტუმროში იღებენ, თუმცა მათ ბევრ პატარა მაღაზიაში ნამდვილად ვერ გამოიყენებთ. ისეთი საკრედიტო ბარათებით როგორებიცაა Euro/Master Card და Visa ბევრ ბანკში თანხის განაღდებაც კი შეგიძლიათ. გახსოვდეთ! არ გადაყაროთ ფულის გადაცვლის დამადასტურებელი ქვითრები, რადგან ისინი სასტუმროში ხარჯების დათვლისას აუცილებელია.

სავიზო სისტემა
ეგვიპტეში გამგზავრებისას შეამოწმეთ თქვენი საზღვარგარეთის პასპორტი. მისი ვადა 3 თვეზე ნაკლები არ უნდა იყოს. ტურისტები ერთთვიან ვიზას პირდაპირ აეროპორტში მისვლისთანავე მიიღებენ, ასევე იქვე გადაიხდით საკონსულოს გადასახადს, რაც 15-20 ამერიკული დოლარი დაგიჯდებათ.

14 წლამდე ბავშვებს, რომლებიც მშობლების პასპორტში არიან გატარებულნი ვიზის მიღება არ სჭირდებათ. ისინი ქვეყნის სტუმრობას მშობლების ვიზით შესძლებენ.

სამუშაო დღეები
ყველა სახელმწიფო დაწესებულება და ბანკი მუშაობს ყოველდღიურად, პარასკევის და შაბათის გარდა. სამუშაო საათები 8:30-დან 15:30. საკურორტო ქალაქებში მაღაზიები როგორც წესი 10:00-დან 13:00 საათამდე და შემდეგ 17:00-დან შუაღამემდე მუშაობენ. ეგვიპტეში ოფიციალურ გამოსასვლელ დღედ პარასკევია დადგენილი.
დედაქალაქი (ქაირო)
ეგვიპტის დედაქალაქი ქაირო, არამხოლოდ ეგვიპტეში, არამედ მთელს აფრიკაში ყველაზე დიდ ქალაქად გვევლინება. ქაირო 969 წელს დაარსდა. ქალაქს თავდაპირველად „ალ-კაჰირად“ მოიხსენიებდნენ რაც „გამარჯვებულს“ ნიშნავს. კაჰირა ნელ-ნელა ვითარდებოდა და ბოლოს თანამედროვე ქაიროდ გადაიქცა. 1250-1517 წლებში ქვეყანას მამლუქები მართავდნენ. მათი ბრძანებით ქალაქში უამრავი მეჩეთი, მუზეუმი და სკოლა აშენდა.

1805 წელს რეფორმატორმა მმართველმა მუჰამედ ალიმ ქალაქს ქვეყნის დედაქალაქის ფორმატი მისცა. ქაირო იმ ადგილიდან მცირე დაშორებითაა განლაგებული სადაც 3 ათასი წლის წინ ძველი ეგვიპტის ულამაზესი ქალაქი მემფისი იდგა.

თანამედროვე კაიროს ცენტრია ალ-ტახირის მოედანი, სადაც ქვეყნის სამთავრობო და სხვა მნიშვნელოვანი სამსახურები მდებარეობს. ასევე, აქვეა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ცნობილი ქაიროს მუზეუმი. მუზეუმი 1858 წელს ფრანგმა ეგვიპტოლოგმა მარიეტმა დაარსა. მუზეუმში ძველი ეგვიპტის კულტურის ბევრი უძვირფასესი ექსპონატია დაცული, მათ შორისაა ფარაონ ტუტანხამონის აკლდამის ძვირფასეულობაც.
პირამიდები იყო ფარაონის ეპოქის ერთი გრძელი  ისტორიული ნაწილი. რომელმაც დაგვიტოვა შთამბეჭდავი ძეგლები. გიზას სამი გიგანტური პირამიდის გარდა, მდ. ნილოსზე შეგვიძლია 70-ზე მეტი პირამიდის ნახვა.
გიზას პირამიდები
ლომისტანიანი სფინქსის გარდა გიზაში სამი დიდი პირამიდაა. 4000 წლის წინ მუმიფიცირებული მეფე ხეოფსის, კეფრენის და მიკერიანოს სხეულები  მდ.ნილოსში მათი გარდაცვალების შემდგომი ცხოვრების მოსამზადებლად იყო ჩაფლული. ამ სამი პირამიდიდან, ყველაზე დიდი, ძველი და ლამაზი ხეოფსის პირამიდაა, რომელიც ცნობილია  როგორც “დიდი პირამიდა”. ეს მე-19 საუკუნემდე ითვლებოდა ყველაზე მაღალ კონსტრუქციად მსოფლიში (145მ), მაგრამ კეფრინმა, ხეოფსის ვაჟმა  მასზე უფრო დიდი პირამიდა ააგო.
ყველაზე პატარა მიკერინოს პირამიდაა, რომელიც ლამაზი მორთულობითა და ტაძრებით გამოირჩევა.
რა შეიძლება ნახო გიზაში
პირველ რიგში, პირამიდები, Solar Barque-ს მუზეუმი, სფინქსის კომპლექსი, Sphinx Sound და Light Show.
ასევე, გიზას ნეკროპოლისი, რომელიც ბოლო ადგილია ფასონებისა და ოფიციალური პირამიდების ოჯახებისთვის. აქ დაკრძალულნი არიან არა მხოლოდ სამეფო გვარის წარმომადგენლები, არამედ ის ხელოსნები და მშენებლები, რომლებიც  ამ შენობების აგებაში მონაწილეობდნენ.
დაჰშერუს პირამიდები
თავდაპირველად დაჰშერუში11 პირამიდა იყო, მაგრამ დღემდე მხოლოდ ძველი სამეფოს პირამიდები – ბენთი და წითელი პირამიდაა შემორჩენილი.  მე-4 დინასტიის დამაარსებელმა ფარაონმა სნეფერუმ  ეგვიპტის პირველი ნამდვილი პირამიდა –,,წითელი პირამიდა“ ააგო. იგი არის წყნარი ადგილი, სადაც შეგიძლია მოიხიბლო ძეგლის სიმშვიდით.
საარას პირამიდები
მემფისი  ცენტრალური ქაიროდან 23მ-ში მდებარეობს. იგი ჩვ.წ.აღ-მდე 3000 წლის წინ - მენესის  მიერ დაარსდა. მემფისი ძველი სამეფოს მმართველობის პერიოდში დედაქალაქის როლს ასრულებდა.
11 პირამიდა მისი შეუზღუდავი მასშტაბებით  7 კმ-ზეა გადაჭიმული. ცენტრში დგას მეფე ჯოსერის საფეხურებიანი პირამიდა. ჯოსერის პირამიდა იყო პირველი პირამიდა, რომელიც ეგვიპტელებმა ააგეს. იგი ერთ–ერთი უდიდესი ნაგებობაა მსოფლიოში. მის გვერდით კი, თვით ფარაონის უძველესი ქანდაკება დგას.
რა არის სანახავი საარაში:
ზოსერის კომპლექსი;
მერერუკას ციხე-სიმაგრე;
სერაპეუმი.


ბათუმი — ქალაქი საქართველოშიაჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრი, ქალაქი 1878 წლიდან. მოსახლეობა — 124 ათასი[6].
ბათუმი მსხვილი საერთაშორისო ნავსადგურია შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე, ბაქო-ბათუმის რკინიგზისა და ნავთობსადენის ბოლო პუნქტი და საავტომობილო გზების კვანძი. ქალაქი გაშენებულია ღრმა, კარგად დაცული ბუნებრივი ნავსაყუდელის ბათუმის ყურის ნაპირას; მდებარეობს ზღვის დონიდან 5 მ, თბილისიდან 350 კმ-ში (რკინიგზით).
ქალაქი გადაჭიმულია ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისაკენ 7 კმ-ზე. სიგანე ზღვის ნაპირიდან გორაკ-ბორცვებამდე 1-2,5 კმ. 1937 ჰა, აქედან განაშენიანებულია 1300 ჰა-ზე მეტი. ბათუმის ძირითადი ნაწილი სამხრეთიდან ეკვრის ყურეს და გაშენებულია კახაბრის ვაკის ჩრდილოეთ მონაკვეთზე, დანარჩენი ნაწილი ყურის აღმოსავლეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით — მდინარეების ბარცხანისა და ყოროლისწყლის გასწვრივ.

ავსადგური დღეს

 ბათუმის საზღვაო ნავსადგური ისტორიულად ითვლებოდა კავკასიის რეგიონის ლოგისტიკურ ცენტრად. კერძოდ, ის არის საქართველოს ერთ-ერთი ნავსადგური, რომლის საშუალებით საქართველო გახდა ტრანზიტული ქვეყანა. დღეს ბათუმის ნავსადგური თამაშობს დიდ როლს რეგიონის ცხოვრებაში და განვითარებაში. 
სს “კაზტრანსოილი”- ს შვილობილმა კომპანიამ - შპს «ბათუმი ინდუსტრიალ ჰოლდინგს»-მა შეიძინა ბათუმის საზღვაო ნავსადგურის ხანგძლივი მართვის უფლება და ბათუმის ნავთობტერმინალი. შეძენის მომენტიდან ჩვენ ვახორციელებთ ინვესტიციებს ნავსადგურის ინფრასტრუქტურის და სიმძლავრის გაუმჯობესებისათვის და ასევლე ვნერგავთ მართვის და უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტებს.
ვიაჩესლავ ხარტიანი,
შპს "ბათუმის საზღვაო ნავსადგური"-ს დირექტორ


დასვენება ესპანეთში2005-10-21 09:26

შესანიშნავი პლაჟები, სასიამოვნო კლიმატი, სასტუმროების ფართო არჩევანი, საინტერესო საექსკურსიო ზონა და რაც მთავარია, არაჩვეულებრივი პირობები საუკეთესო დასვენებისათვის _ ეს ესპანეთია, დასავლეთ ევროპის ყველაზე საინტერესო და სასურველი საკურორტო ზონა. მისი საზღვაო კურორტები ნებისმიერი გემოვნების ადამიანის მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ესპანეთი როგორც მშვიდი დასვენების, ასევე ღამის ცხოვრების მოყვარულთათვის საყვარელი ადგილია. აქ ქვიშის გრძელი და განიერი პლაჟებია და რაც მთავარია, ძალიან სუფთა. ღამის ცხოვრება ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მხიარული და განუმეორებელია. თუ თქვენ არ გსურთ ღამის სასტუმროში გატარება, უპრობლემოდ იპოვით ადგილს, სადაც კარგად გაერთობით.
ესპანეთი საექსკურსიო ზონების სიმდიდრითაც გამოირჩევა. აქ ისტორიული და არქიტექტურული ღირებულების მქონე სხვადასხვა ეპოქის უამრავი ქანდაკებაა - დაწყებული ძველი რომის ეპოქიდან, ახლანდელ დრომდე. შესანიშნავი ტაძრები, შუა საუკუნეების ეპოქის სასახლეები და ცნობილ და განთქმულ მოქანდაკეთა შედევრები.ბარსელონას, მადრიდისა და სხვა ქალაქების მუზეუმებში აღორძინების ეპოქის ნახატების და თანამედროვე მხატვრობის ნიმუშების უმდიდრესი კოლექციაა თავმოყრილი.


ესპანეთში განსაკუთრებით პოპულარულია ექსკურსიები, რომლებიც სალვადორ დალის უკავშირდება. ესპანეთში სუბტროპიკული, ხმელთაშუაზღვისებური, მშრალი და საკმაოდ ცხელი კლიმატია, რის წყალობითაც ზამთარი შედარებით რბილია. საშუალო ტემპერატურა +8 დან +14 გრადუსამდე მერყეობს. მთიან ადგილებში ზოგჯერ ტემპერატურა _7 გრადუსამდე ეცემა. ზაფხული ცხელია, ჰაერი ამ დროს +23-დან +29 გრადუსამდე თბება. კანარის კუნძულები ტროპიკულ ზონას ეკუთვნის და ამიტომ ზამთარში +25 გრადუსია, ხოლო წყალი +20-22 გრადუსით თბილია.ესპანეთის მთავარ ტურისტულ ცენტრს წარმოადგენს კოსტა ბლანკა, რომელსაც "თეთრ ნაპირს” ეძახიან. ის მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან იზიდავს დამსვენებლებს. კოსტა ბლანკაზე წელიწადში 305 მზიანი დღეა, ზამთარში ტემპერატურა +10 გრადუსია, ხოლო ზაფხულში ზღვა +24 გრადუსამდე თბება. გარდა საზაფხულო დასვენებისა, აქ განვითარებულია ეკოლოგიური, კულტურული და სპორტული ტურიზმი. შთამბეჭდავია კოსტა ბლანკას სუპერთანამედროვე სასტუმროები. 2001 წელს აქ გაიხსნა სასტუმრო "გრან ჰოტელ ბალი”, რომელიც მსოფლიოს 40 ყველაზე მაღალ შენობათა რიცხვშია.
კოსტა ბრავა ესპანეთის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი საკურორტო ზონაა. "კოსტა ბრავა” ესპანური სიტყვაა და ველურ სანაპიროს ნიშნავს. ეს შესანიშნავი ადგილია სრულყოფილი დასვენებისათვის. საბანაო სეზონი ივნისიდან იწყება და ოქტომბრის ბოლომდე გრძელდება. ესპანეთის ეს კურორტი ბუნების სილამაზითა და ისტორიული ადგილებით ხიბლავს დამსვენებლებს და შესანიშნავია დაივინგის, სერფინგისა და რაფტინგის მოყვარულთათვის. კოსტა ბრავა საყვარელი კურორტია აქტიური დასვენებისათვის, რადგან იგი ტურისტებს უამრავ გასართობს სთავაზობს. უამრავი ატრაქციონი და ულამაზესი აკვა-პარკი ძალზე სასურველია ოჯახური დასვენებისათვის. და რაც მთავარია, კოსტა ბრავა ესპანეთის კურორტებს შორის განთქმულია ღამის ცხოვრებით. ბარები, რესტორნები, დისკოთეკები და კლუბები აქტიური დასვენების მოყვარულთათვის საოცნებო ადგილია.

"კოსტა დორადა” ნიშნავს ოქროს სანაპიროს. კატალონიის ეს კურორტი გარემოცულია მთებითა და კლდის შვერილებით. მთის შვერილები კოსტა დორადას ცივ ნიავს არ აკარებს, ამიტომაც აქ ყოველთვის სასიამოვნო სითბოა. სანაპიროზე უამრავი თანამედროვე სასტუმროა, სადაც მაღალი დონის მომსახურეობას გთავაზობენ. თქვენზე განუმეორებელ შთაბეჭდილებას მოახდენს მზის ჩასვლისას ოქროსფრად მბზინავი ქვიშა, რომელიც სხივებს ირეკლავს და ფერს იცვლის. ოქროს ქვიშები, სასიამოვნო კლიმატი, მშვიდი გარემო და კარგი საექსკურსიო ზონა არაჩვეულებრივ განწყობას შეგიქმნით.

კოსტა დორადა საუკეთესო ადგილია, როგორც ექსტრემალური, ასევე მშვიდი ოჯახური დასვენებისთვის.  კოსტა დე ალმერიას არც ისე დიდი ტერიტორია უკავია, მაგრამ ადგილი სახელს ნამდვილად ამართლებს. "კოსტა დე ალმერია” ესპანური სიტყვაა და ლაჟვარდოვან სანაპიროს ნიშნავს. რაიონი კონტრასტებით ხიბლავს დამსვენებლებს. სანაპიროზე ნაცრისფერი და ოქროსფერი ქვიშები გადადის დიდ კლდოვან მასივებში, რომლებიც ღრმადაა შეჭრილი ზღვაში. ეს ადგილი მთელს ესპანეთში ყველაზე სასიამოვნო კლიმატით გამოირჩევა. მთელი წლის განმავლობაში აქ მზიანი და სასიამოვნო ამინდია. ტურისტები ხშირად აღფრთოვანებას ვერ მალავენ კოსტა დე ალმერიას ისტორიული და არქიტექტურული ღირშესანიშნაობების ხილვისას. ძველი ქალაქი სევილია, გოთური არქიტექტურის სტილში აშენებული ძველი ღვთისმშობლის სახელობის კათედრალი, სამეფო რეზიდენცია ალკასარი და სხვა ძეგლები დაუვიწყარს გახდიან თქვენს დასვენებას.
აქ შესანიშნავი პლაჟებია, ოქროს ქვიშებითა და ლაჟვარდოვანი სანაპიროებით. ტენისის კორტები, მინდვრები გოლფის სათამაშოდ, საუნები, სოლარიუმები, აუზები, რესტორნები და ბარები ნებისმიერი ტიპის გართობის მოყვარულებს აკმაყოფილებს. თქვენ ასევე საშუალება გეძლევათ მონაწილეობა მიიღოთ ფესტივალებსა და კარნავალებში.
თუ ჯერ არ დატყვევებულხართ ესპანეთის საკურორტო ზონების სახელებით, კოსტა დელ სოლი ნამდვილად მოგხიბლავთ, "მზიანი სანაპირო” ასე უწოდებენ ესპანელები ადგილს, რომელიც არც ისე დიდი სასტუმროებით გამოირჩევა. არაჩვეულებრივი ბუნებითა, გიბრალტარის სრუტის თბილი წყლითა და მშვენიერი ამინდებით კოსტა დელ სოლი მხოლოდ მარგალიტს შეიძლება შეადაროთ. მეჩეთები, მინარეთები, კათედრალები და სასახლეები საუკეთესო ექსკურსიის ზონას ქმნის. აქ სრულყოფილი დასვენებისათვის ნებისმიერი გემოვნების ადამიანისთვის არის შექმნილი კარგი დასასვენებელი და გასართობი პირობები.
აქ არის უზარმაზარი აკვარიუმი, სადაც ეგზოტიკური წყლის ცხოველები და მცენარეებია, სადაც ზვიგენსაც იხილავთ. კოსტა დელ სოლში დილამდე სასიამოვნოდ შეგიძლიათ გაერთოთ. რესტორნებში შეფ-მზარეულები საფირმო ესპანურ კერძებს გთავაზობენ, რომლებზეც უარის თქმა საკმაოდ ძნელია. დისკოთეკები, ბარები და ღამის კლუბები დილამდე თქვენს სამსახურშია.კანარის კუნძულები ტურისტებს სიძველისა და თანამედროვეობის საოცარი შერწყმით ხიბლავს. ეს მხარე სასურველია ოჯახური დასვენებისათვის და არაჩვეულებრივია წყვილებისთვის რომანტიულად დროის გასატარებლად. კანარის კუნძულებზე ტურისტებისთვის ყოველ დღე ეწყობა ექსკურსიები სიძველეთა, ისტორიული და კულტურული ძეგლების დასათვალიერებლად. ეს თქვენს მოგზაურობას დაუვიწყარს გახდის. სპორტის მოყვარულთათვის აქ ნამდვილი სამოთხეა: დაივინგი, იახტები, სერფინგი უფრო სპორტულს გახდის თქვენს დასვენებას. ბავშვებისთვის უამრავი აკვა-პარკი და საინტერესო გასართობი ადგილია. კანარის კუნძულებზე ღამის ცხოვრება დუღს და არავის სცალია მოწყენისთვის.
ესპანეთის საკურორტო ზონებს შორის არაჩვეულებრივია კუნძული მაიორკა. ეს ის ადგილია, სადაც ყოველ წელს ისვენებს სამეფო ოჯახი. კუნძულის ჩრდილოეთი ნაწილი უფრო ცხელი და მშრალია. აქ მდებარეობს მაიორკას ყველაზე კარგი კურორტები. თუ გსურთ პალმების გარემოცვაში რომანრიკული დასვენება, აუცილებლად მაიორკას ესტუმრეთ. ვერასოდეს დაივიწყებთ აქ განცდილ სიამოვნებას.
ამ ზღაპრულ სამყაროში მოგზაურობასა და საოცნებო დასვენებაზე ზრუნავენ საქართველოში არსებული ტურისტული კომპანიები. ისინი ცდილობენ მაქსიმალურად უპრობლემოდ დაისვენოთ. საქართველოდან ესპანეთში პირდაპირი რეისი არ არსებობს, მაგრამ ეს არ შეგაფერხებთ. ტურისტული კომპანია მგზავრობას, სასტუმროს, დაზღვევას და გარკვეულ შემთხვევაში ექსკურსიებსაც უზრუნველყოფს.
ტურისტული კომპანია "ენ-ჯი-სი ტური” გთავაზობთ დასვენებას ესპანეთის ნებისმიერ კურორტზე და რაც მთავარია, კომპანიის წარმომადგენელი საკუთარი თვალით ნანახ სასტუმროებისა და კურორტების რეალურ სურათს დაგიხატავთ, რომ შემდეგ არჩევანი თავად გააკეთოთ. ტელ: 37 33 99
კომპანია "ფრეშ თრეველს” თუ მიანდობთ ესპანეთში დასვენების დაგეგმვას, ნამდვილად არ ინანებთ, რადგან დაბალ ფასებთან ერთად არაჩვეულებრივ მომსახურებას გთავაზობთ. ტელ: 25 11 10; 33 38 44
"მეჯიქ ლაიფი” ოქტომბერში დაახლოებით 1000 დოლარიდან გთავაზობთ ერთკვირიან ტურებს. ამ ფასში იგულისხმება გამგზავრება, სასტუმრო, დაზღვევა და შეგიძლიათ დაამატოთ ექსკურსიები. ტელ: 29 05 99
"მოგზაურთა კლუბი” ერთ სრულ პაკეტს 1000 დოლარიდან გთავაზობთ. შეგიძლიათ აქედანვე შეუკვეთოთ ექსკურსიები, თუმცა კომპანია ამას არ გირჩევთ, რადგან უკეთესია იქვე შეარჩიოთ დღე გასეირნებისთვის. ტელ. 99 79 99; 47 02 47ტურისტულ კომპანია "ასსაში” ესპანეთის ერთკვირიანი სრული პაკეტის ფასი 1000 ევროდან იწყება. ტელ: 22 07 91






espaneTis ekonomikis erT-erTi ganviTarebuli dargia turizmi. espaneTs turistebis raodenobis mxriv msoflioSi meore adgili uWiravs. yovelwliurad mas 57 000 000 - ze meti adamiani stumrobs. turistebis 85% espaneTSi zRvispira kurortebze dasasveneblad Cadis. yvelaze didi popularobiT sargeblobs kataloniis kurortebi. evropaSi ganxorciele- buli yoveli mesame kruizi swored espaneTze modis. turizmis ganvi- Tarebis erT-erT xelSemwyobi faqtoria espaneTSi arsebuli saerTo siiafe, rogorc wesi espaneTSi Casuli turistebis umetesi nawili saSu- alo fenis warmomadgenelia.
agreTve uamrav turists izidavs espaneTis unikaluri da mravalferovani kultura.
gansakuTrebuli yuradReba unda mivaqcioT imas rom es aris is qveyana, romelmac msoflios aCuqa iseTi SesaniSnavi da diadi pirovnebebi rogorebic iyvnen: frederiko garsia lorka, migel de servantesi, antonio gaudi, fransisko goia, pablo pikaso, salvador dali, el greko, diego velsakesi da sxva.
msoflioSi espaneTis savizito baraTs warmoadgensflamenko da korida. orive madganSi naTlad da mkafiod aris asaxuli espaneli xalxis xasiaTi da temperamenti. flamenko aris andaluzieli boSebis simRera da cekva, romlisTvisac damaxasiaTebelia xalxuri simRera gitaris TanxlebiT. cekvas Tan axlavs SeZaxilebi, taSi da TiTebis tkacuni. mamakacebi cekvas asruleben fexebis Zlieri ritmuli moZraobiT, xolo qalebi xelebisa da taniscecxlovani moZraobiT. rac Seexeba koridas igi saTaves iRerbs brinjaos xanidan da ukavSirdeba pirineis naxevarkunZulze mcxovreb iberielebs, romlebic xars wminda cxovelad Tvlidnen. Tavdapirvelad xaris mokvla specialuri rituali iyo, magram ukve espaneTis erTian saxelmwifod Camoyalibebis Semdeg korida mosaxleobis elitaruli wris gasarTobi xdeba. Tanamedrove korida momdinareobs andaluziidan. masSi monawileobas iRebs 4-dan 6 wlamde xari, romelic unda iwonides aranakleb 450kilograms.
espaneTs Tamamad SeiZleba vuwodoT muzeumi Ria cis qveS, evropis am SesaniSnav qveyanaSi Tavs iyris uamravi msoflio mniSvnelobis istoriuli da kulturuli Zegli, mas gaaCnia fasdaudebeli kulturuli memkvidreoba. msoflios erT-erTi umniSvnelovanesi muzeumi swored espaneTSi, kerZod ki madridSi mdebareobs. “prados” muzeumis erT dReSi daTvaliereba misi maStabebidan gamomdinare SeuZlebelia, es aris ganTqmuli muzeumi da xelovnebis galerea, romelSic gamofenilia XIV sa-dan XVI sa-mde evropuli xelovnebis msoflioSi saukeTeso koleqcia. dafuZnda rogorc ferwerul tiloTa da skulpturaTa muzeumi, Tumca muzeums aseve 5000-mde monaxazis, 2000-mde anabeWdis da 1000-mde medlisa da monetis mniSvnelovani koleqcia gaaCnia. skulpturebi warmodgenilia 700-ze meti nimuSiT da ramdenime fragmentiT, SesaniSnavi ferweruli galerea romelic 8600 naxatisagan Sedgeba muzeums msoflio klasis statuss aniWebs.
prados – diego velasakesis, fransisko goias da hieronimus bosxis, agreTve el grekos, rubensis, rafaelis, ticianis, barTlomeo esteban murilios, rembrantis, meloco da forlis, botiCelis, karavajosalbrext diureis, veronezes brwyinvale koleqcia aqvs.
muzeumis koleqciaSi yvelaze ganTqmuli eqsponatia velaskesis “las meninias,,. velaskesma Tavad dauTmo sakuTari saukeTeso namuSevrebis didi nawili muzeums da aseve didi roli Seasrula muzeumSi italiuri xelovnebis nimuSebis mozidvaSi.
aRsaniSnavia pradosTan mdebare madridis kidev ori mniSvnelovani erovnuli muzeumi. arqeologiuri muzeumi, romelSic prados kuTvnili – Zveli egviptis, mesopotamiis, romis da saberZneTis kulturebis eqsponatebia gamofenili da dedofal sofias Tanamedrove xelovnebis muzeumi, romelic espaneTis exlandeli dedoflis saxels atarebs da romelSic gamofenilia XX sa-is xelovnebis nimuSebi. muzeumis koleqciaSi yvelaze ganTqmuli eqsponatia pablo pikasos maStaburi da urTulesi tilo “gernika,,.
agreTve umrav turists xiblavs espaneTis gansakuTrebuli arqireqturu- li stili. espaneTis arqiteqturis TvalsaCino magaliTia seviliis sakaTedro taZari, romlis mSeneblobac 1402 wels daiwyo da XVI sa-mde gagrZelda. es aris udidesi romaul-kaTolikuri kaTedrali da aseve udidesi Suasaukuneebis goTikur-religiuri Senoba, rogorc farTobiT aseve moculobiTac. msoflioSi udidesi da umdidresi sakurTxevlis mSeneblobis mTavari mizanic swored is iyo rom msoflios daenaxa seviliis simdidre da sidiade. agreTve SeuZlebelia gverdi auaroT da ar avRniSnoT msofliomniSvnelobis arqiteqturuli Sedevrisagrada familia – wminda ojaxis sakaTedro taZari. es aris gotikuri stilis masiuri mSenebare bazilika barselonaSi. romlis mSeneblobac 1888 wels daiwyo da dRemde grZeldeba, am grandiozuli proeqtis ganxorcielebas Tavisi cxovrebis 40 weli dauTmo didma espanelma arqiteqtorma antonio gaudim.



No comments:

Post a Comment