გვიპტე - ქვეყანა, რომელიც ცნობილია მდიდრული და საოცრად ლამაზი ქვიშის პლაჟებით, წითელი ზღვის წარმოუდგენლად ლამაზი წყალქვეშა სამყაროთი, გიზის დიდებული პირამიდით, ნილოსის წმინდა მდინარით, ლუქსორის აკლდამით და უძველესი ცივილიზაციის სხვა მრავალი ძეგლებით.
ეგვიპტის სახელმწიფო ჩრდილოეთ აფრიკის ტერიტორიაზეა განლაგებული. ქვეყანას ჩრდილოეთით ხმელთაშუა ზღვა აკრავს, ხოლო სამხრეთით სუდანს ესაზღვრება. ეგვიპტის დასავლელი მოსაზღვრე ლიბიაა, ხოლო აღმოსავლეთით წითელი ზღვის სანაპირო. ქვეყანას მდინარე ნილოსი ორ არათანაბარ ნაწილად ყოფს.
ნილოსის ნაყოფიერ ხეობაში, რომელიც ყველაზე კარგ საცხოვრებელ ადგილად ითვლება, მოსახლეობის 90 პროცენტია დასახლებული. ქვეყნის ძირითადი პეიზაჟი ერთი შეხედვით ერთფეროვანი უდაბნოა, სადაც არანაირი მცენარე არ იზრდება, გარდა რამოდენიმე შემონახული ოაზისისა. ხალხი ძირითადად ხმელთაშუაზღვის სანაპირო ზოლზე და აფრიკის მხრიდან, წითელი ზღვის სანაპიროზე სახლდება.
სამხრეთის სანაპიროზე, სუეცის არხიდან მოყოლებული თვალწარმტაცი სანახაობა იშლება. სანაპირო ზოლზე გაყოლებული მარჯნის რიფები კი თითქმის ყველა მყვინთავისა და ტურისტისათვის საინტერესო ადგილია. ასვანის მაღალი ჯებირები, ნილოსის ხეობაში მცხოვრებთ სეზონური ნიაღვრებისაგან იცავს. ეს დაბა მოსახლეობას ელექტრო ენერგიითაც ამარაგებს.
- დედაქალაქი: ქაირო (30°2′N 31°13′E)
- ოფიც. ენები: არაბული
- მთავრობა: საპრეზიდენტო რესპუბლიკა
- პრეზიდენტი: ჰოსნი მუბარაქი
- პრ.-მინისტრი: აჰმედ ნაზიფი
- საერთო ფართობი: 980,869 კმ² (30-ე)
- მოსახლეობა (2007წ): 80,335,036
- ვალუტა: ეგვიპტური ფუნტი (EGP)
- დროის სარტყელი: EET (UTC +2სთ.) (საქართველოს დრო – 1 საათი)
- სატელეფონო კოდი: +20
კლიმატი
ხმელთაშუაზღვის სანაპირო ზოლზე სუბტროპიკული კლიმატია, ხოლო ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე უდაბნოს ტროპიკული ჰავაა. აქ წვიმა ძალიან იშვიათად მოდის, ღრუბლიანი დღეები გამონაკლისად ითვლება, ჰაერი ცხელი და გამომშრალია.
ეგვიპტისთვის დამახასიათებელია საგრძნობლად მკვეთრი ცვალებადი ტემპერატურა. მაგალითად, ქაიროში იანვარ-თებერვალში შუადღის ტემპერატურამ შესაძლოა 29 გრადუსამდეც კი მიაღწიოს, მაგრამ ღამით 0 გრადუსამდე და კიდევ უფრო დაბლა დავარდეს. იანვარში საშუალო ტემპერატურა ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ 14 გრადუსიდან 17 გრადუსამდე მერყეობს, ხოლო ივლისში 26-იდან 33 ცელსიუს გრადუსამდე.
შემოდგომისას საკმაოდ არასასიამოვნო და შემაწუხებელი ბუნებრივი მოვლენა უტევს ეგვიპტეს. ამ პერიოდში უდაბნოდან სამხრეთ-აღმოსავლური ქარი – ხამსინი უმოწყალოდ უბერავს. ხამსინი არაბულად „ორმოცდაათს“ ნიშნავს. წელიწადში ზუსტად ამდენი დღე უბერავს ეგვიპტეში ეს შეუბრალებელი და ძალიან ცხელი ქარი. ხამსინის დროს ჰაერი 40 გრადუსამდე ცხელდება და ჰაერის ტენიანობა 10 პროცენტამდე კლებულობს. ხამსინის მოტანილი მტვერი ყველგან ატანს. მოსახლეობას მტვერი სახლის ყველა კუთხეში ხვდება. მიუხედავად კარგად დახურული კარებებისა, მტვერი ატანს ოთახებში, ავეჯში, ტანისამოსში, ტრასპორტში და ადამიანის სხეულშიც კი. მტვრით სავსე ქალაქს კი „ტალახიანი“ წვიმა ასუფთავებს და თან წაიყოლებს ხამსიმის მოტანილ ქვიშის მტვერს.
ფულის ერთეული
ეგვიპტის ნაციონალური ფულის ერთეულია - ეგვიპტური ფუნტი. ვალუტის გადაცვლა შესაძლებელია ადგილობრივ მონეტებზე - პიასტრებზე. ერთი ეგვიპტური ფუნტი 100 პიასტრს უდრის. რაც შეეხება ქაღალდის პიასტრებს მისი მხოლოდ 25 და 50 -იანი ნომინალები არსებობს. ხოლო მონეტები 5, 10 და 25-იანებია. ქაღალდის ფუნტების ნომინალები კი 1, 5, 10, 20, 50 და 100 იზრდება.

(1 ამერიკული დოლარი ~5,5 ეგვიპტურ ფუნტს უდრის)
საკრედიტო ბარათებს თითქმის ყველა დიდ სასტუმროში იღებენ, თუმცა მათ ბევრ პატარა მაღაზიაში ნამდვილად ვერ გამოიყენებთ. ისეთი საკრედიტო ბარათებით როგორებიცაა Euro/Master Card და Visa ბევრ ბანკში თანხის განაღდებაც კი შეგიძლიათ. გახსოვდეთ! არ გადაყაროთ ფულის გადაცვლის დამადასტურებელი ქვითრები, რადგან ისინი სასტუმროში ხარჯების დათვლისას აუცილებელია.
სავიზო სისტემა
ეგვიპტეში გამგზავრებისას შეამოწმეთ თქვენი საზღვარგარეთის პასპორტი. მისი ვადა 3 თვეზე ნაკლები არ უნდა იყოს. ტურისტები ერთთვიან ვიზას პირდაპირ აეროპორტში მისვლისთანავე მიიღებენ, ასევე იქვე გადაიხდით საკონსულოს გადასახადს, რაც 15-20 ამერიკული დოლარი დაგიჯდებათ.
14 წლამდე ბავშვებს, რომლებიც მშობლების პასპორტში არიან გატარებულნი ვიზის მიღება არ სჭირდებათ. ისინი ქვეყნის სტუმრობას მშობლების ვიზით შესძლებენ.
სამუშაო დღეები
ყველა სახელმწიფო დაწესებულება და ბანკი მუშაობს ყოველდღიურად, პარასკევის და შაბათის გარდა. სამუშაო საათები 8:30-დან 15:30. საკურორტო ქალაქებში მაღაზიები როგორც წესი 10:00-დან 13:00 საათამდე და შემდეგ 17:00-დან შუაღამემდე მუშაობენ. ეგვიპტეში ოფიციალურ გამოსასვლელ დღედ პარასკევია დადგენილი.

დედაქალაქი (ქაირო)
ეგვიპტის დედაქალაქი ქაირო, არამხოლოდ ეგვიპტეში, არამედ მთელს აფრიკაში ყველაზე დიდ ქალაქად გვევლინება. ქაირო 969 წელს დაარსდა. ქალაქს თავდაპირველად „ალ-კაჰირად“ მოიხსენიებდნენ რაც „გამარჯვებულს“ ნიშნავს. კაჰირა ნელ-ნელა ვითარდებოდა და ბოლოს თანამედროვე ქაიროდ გადაიქცა. 1250-1517 წლებში ქვეყანას მამლუქები მართავდნენ. მათი ბრძანებით ქალაქში უამრავი მეჩეთი, მუზეუმი და სკოლა აშენდა.
1805 წელს რეფორმატორმა მმართველმა მუჰამედ ალიმ ქალაქს ქვეყნის დედაქალაქის ფორმატი მისცა. ქაირო იმ ადგილიდან მცირე დაშორებითაა განლაგებული სადაც 3 ათასი წლის წინ ძველი ეგვიპტის ულამაზესი ქალაქი მემფისი იდგა.
თანამედროვე კაიროს ცენტრია ალ-ტახირის მოედანი, სადაც ქვეყნის სამთავრობო და სხვა მნიშვნელოვანი სამსახურები მდებარეობს. ასევე, აქვეა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ცნობილი ქაიროს მუზეუმი. მუზეუმი 1858 წელს ფრანგმა ეგვიპტოლოგმა მარიეტმა დაარსა. მუზეუმში ძველი ეგვიპტის კულტურის ბევრი უძვირფასესი ექსპონატია დაცული, მათ შორისაა ფარაონ ტუტანხამონის აკლდამის ძვირფასეულობაც.

პირამიდები იყო ფარაონის ეპოქის ერთი გრძელი ისტორიული ნაწილი. რომელმაც დაგვიტოვა შთამბეჭდავი ძეგლები. გიზას სამი გიგანტური პირამიდის გარდა, მდ. ნილოსზე შეგვიძლია 70-ზე მეტი პირამიდის ნახვა.
გიზას პირამიდები
ლომისტანიანი სფინქსის გარდა გიზაში სამი დიდი პირამიდაა. 4000 წლის წინ მუმიფიცირებული მეფე ხეოფსის, კეფრენის და მიკერიანოს სხეულები მდ.ნილოსში მათი გარდაცვალების შემდგომი ცხოვრების მოსამზადებლად იყო ჩაფლული. ამ სამი პირამიდიდან, ყველაზე დიდი, ძველი და ლამაზი ხეოფსის პირამიდაა, რომელიც ცნობილია როგორც “დიდი პირამიდა”. ეს მე-19 საუკუნემდე ითვლებოდა ყველაზე მაღალ კონსტრუქციად მსოფლიში (145მ), მაგრამ კეფრინმა, ხეოფსის ვაჟმა მასზე უფრო დიდი პირამიდა ააგო.
ყველაზე პატარა მიკერინოს პირამიდაა, რომელიც ლამაზი მორთულობითა და ტაძრებით გამოირჩევა.
რა შეიძლება ნახო გიზაში
პირველ რიგში, პირამიდები, Solar Barque-ს მუზეუმი, სფინქსის კომპლექსი, Sphinx Sound და Light Show.
ასევე, გიზას ნეკროპოლისი, რომელიც ბოლო ადგილია ფასონებისა და ოფიციალური პირამიდების ოჯახებისთვის. აქ დაკრძალულნი არიან არა მხოლოდ სამეფო გვარის წარმომადგენლები, არამედ ის ხელოსნები და მშენებლები, რომლებიც ამ შენობების აგებაში მონაწილეობდნენ.
დაჰშერუს პირამიდები
თავდაპირველად დაჰშერუში11 პირამიდა იყო, მაგრამ დღემდე მხოლოდ ძველი სამეფოს პირამიდები – ბენთი და წითელი პირამიდაა შემორჩენილი. მე-4 დინასტიის დამაარსებელმა ფარაონმა სნეფერუმ ეგვიპტის პირველი ნამდვილი პირამიდა –,,წითელი პირამიდა“ ააგო. იგი არის წყნარი ადგილი, სადაც შეგიძლია მოიხიბლო ძეგლის სიმშვიდით.
საჰარას პირამიდები
მემფისი ცენტრალური ქაიროდან 23მ-ში მდებარეობს. იგი ჩვ.წ.აღ-მდე 3000 წლის წინ - მენესის მიერ დაარსდა. მემფისი ძველი სამეფოს მმართველობის პერიოდში დედაქალაქის როლს ასრულებდა.
11 პირამიდა მისი შეუზღუდავი მასშტაბებით 7 კმ-ზეა გადაჭიმული. ცენტრში დგას მეფე ჯოსერის საფეხურებიანი პირამიდა. ჯოსერის პირამიდა იყო პირველი პირამიდა, რომელიც ეგვიპტელებმა ააგეს. იგი ერთ–ერთი უდიდესი ნაგებობაა მსოფლიოში. მის გვერდით კი, თვით ფარაონის უძველესი ქანდაკება დგას.
რა არის სანახავი საჰარაში:
ზოსერის კომპლექსი;
მერერუკას ციხე-სიმაგრე;
No comments:
Post a Comment